კონტენტზე გადასვლა
Stanley 1913
მაღაზია ტრენდული დიზაინი ფასდაკლებები ჩემი ანგარიში +995 500 100 108
    ქა EN
    +995 500 100 108 0 0
    მთავარი/წესები და პირობები

    წესები და პირობები

    მოვაჭრის ინფორმაცია

    მოვაჭრე
    შორენა სოლომნიშვილი
    სამართლებრივი ფორმა
    ინდივიდუალური მეწარმე
    საიდენტიფიკაციო კოდი
    13001060615
    იურიდიული მისამართი
    ქ. თბილისი, ქსნის ქ. 36
    ელ-ფოსტა
    [email protected]
    ტელეფონი
    500 100 108

    1. ზოგადი დებულებები

    ვებგვერდს ოპერირებას უწევს შორენა სოლომნიშვილი - STANLEY-ს პროდუქციის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში. შეკვეთის გაფორმებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს.

    2. მოვაჭრის ვალდებულებები

    მოვაჭრე ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი. საქონელი შესაბამისად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოცემულ აღწერილობას და აქვს იგივე მახასიათებლები, რაც წარმოდგენილ ნიმუშს. აღწერილობის არარსებობისას საქონელი მიიჩნევა შესაბამისად, თუ ვარგისია მომხმარებლის მიერ მითითებული და მოვაჭრის მიერ მიღებული მიზნისთვის.

    3. შეკვეთის მიღება და გადახდა

    გადახდა სრულდება საქართველოს ბანკის უსაფრთხო გვერდზე - ბარათით (Visa/Mastercard), BOG განვადებით ან BOG 4 ნაწილად. ფასები მოცემულია ლარში და მოიცავს დღგ-ს. შეკვეთა მუშავდება გადახდის დადასტურების შემდეგ და დასრულებულად ითვლება მიწოდების მომენტიდან. მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს საქონელი მიღებისთანავე. მისამართზე მიუწვდომელი შეკვეთა უქმდება და თანხა ბრუნდება.

    4. მიწოდება

    თბილისში მიწოდება 1-2 სამუშაო დღეში, რეგიონებში 3-5 სამუშაო დღეში. შესაძლებელია მაღაზიიდან უფასოდ აღება წინასწარი შეთანხმებით. მიწოდების ტარიფი გამოითვლება შეკვეთის გაფორმებისას. დეტალური ვადები, ტარიფები და დაფარვის ზონა: მიწოდების პირობები.

    5. საკანონმდებლო გარანტია

    ნაკლის აღმოჩენისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნაკლის უსასყიდლოდ აღმოფხვრა - შეკეთება ან გადაცვლა, ფასის შემცირება, ან ხელშეკრულებიდან გასვლა. შეკეთება და გადაცვლა პირველადი საშუალებებია, თუ ისინი შესაძლებელია და არაპროპორციულ ხარჯს არ საჭიროებს.

    • გადაცვლა ან შეკეთება - გონივრულ ვადაში, ნაკლის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით;
    • უსასყიდლო აღმოფხვრა მოიცავს ყველა საჭირო ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირებას, სამუშაოსა და მასალას;
    • უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ ნაკლი გამოვლინდა მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში;
    • მიწოდებიდან 6 თვის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მიიჩნევა მიწოდების მომენტში არსებულად, თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცდა.

    6. დაბრუნება და გადაცვლა

    ქარხნული დეფექტის შემთხვევაში პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია მიღებიდან 14 კალენდარული დღის განავლობაში - ორიგინალური შეფუთვისა და შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით. დისტანციური ხელშეკრულებიდან 14-დღიანი უპირობო გასვლის უფლება, დაბრუნების წესი და გამონაკლისები: დაბრუნება და გადაცვლა.

    7. კონფიდენციალურობა

    თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის შესრულებისა და მიწოდების მიზნით და არ გადაეცემა მესამე მხარეს, გარდა საკურიერო სერვისისა და გადახდის პროვაიდერისა. მონაცემების წაშლის მოთხოვნა შეგიძლიათ: [email protected].

    8. ქუქი-ფაილები (Cookies)

    ვებგვერდი ქუქი-ფაილებს ორ მიზნით იყენებს. აუცილებელი ქუქიები საიტის მუშაობას უზრუნველყოფს (სესია, კალათა, უსაფრთხოება) - ისინი მუდმივად აქტიურია და პერსონალურ იდენტიფიკაციას არ ემსახურება. ანალიტიკური ქუქიები (Google Analytics 4 და Meta Pixel) იტვირთება მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის შემდეგ და გვეხმარება საიტის გაუმჯობესებაში; მონაცემები მუშავდება აგრეგირებულად. თანხმობის ბანერზე შეგიძლიათ აირჩიოთ „უარი" ან „თანხმობა", ხოლო თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს შესაძლებელია ბრაუზერში ქუქიების გასუფთავებით.

    9. ფორს-მაჟორი

    მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებებით.

    10. კონტაქტი

    კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 500 100 108, [email protected] ან საკონტაქტო ფორმით.

    Stanley 1913

    STANLEY პროდუქციის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში.

    სიახლეები და აქციები

    გამოწერით ეთანხმებით წესებსა და პირობებს. გააუქმებთ ნებისმიერ დროს.

    ნავიგაცია
    კატალოგი კოლექციები სურვილების სია კალათა კონტაქტი ითანამშრომლე ჩვენთან
    ინფორმაცია
    ბლოგი რომელი Stanley ავირჩიო კითხვები და პასუხები ჩვენი ისტორია მიწოდების პირობები დაბრუნება და გადაცვლა წესები და პირობები
    კონტაქტი
    ტელ: 500 100 108
    ელ.ფოსტა: [email protected]
    მის: ქ. თბილისი, ქსნის ქ. 36
    © 2026 Stanley 1913 Georgia - ყველა უფლება დაცულია

    ვიყენებთ ქუქი-ფაილებს საიტის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის. ქუქიების პოლიტიკა