კონტენტზე გადასვლა
Stanley 1913
მაღაზია ტრენდული დიზაინი ფასდაკლებები ჩემი ანგარიში +995 500 100 108
    ქა EN
    +995 500 100 108 0 0
    მთავარი/დაბრუნება და გადაცვლა

    დაბრუნება და გადაცვლა

    მოვაჭრის ინფორმაცია

    მოვაჭრე
    შორენა სოლომნიშვილი
    სამართლებრივი ფორმა
    ინდივიდუალური მეწარმე
    საიდენტიფიკაციო კოდი
    13001060615
    იურიდიული მისამართი
    ქ. თბილისი, ქსნის ქ. 36
    ელ-ფოსტა
    [email protected]
    ტელეფონი
    500 100 108

    1. 14-დღიანი დაბრუნების უფლება

    მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს უფლება გამომდინარეობს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონიდან.

    2. ვადის ათვლა

    • საქონლის ნასყიდობისას - საქონლის მიღების დღიდან;
    • ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას - ბოლო ნივთის მიღების დღიდან;
    • რეგულარული მიწოდებისას - პირველი ნივთის მიღების დღიდან.

    3. დაბრუნების პირობები

    • დაბრუნების შესახებ შეგვატყობინეთ ელ-ფოსტაზე [email protected] - მიუთითეთ შეკვეთის ნომერი და პროდუქტი;
    • საქონელი უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა უარის თქმის შესახებ შეტყობინებიდან;
    • პროდუქტი უნდა იყოს გამოუყენებელი, სრული კომპლექტაციითა და ორიგინალურ შეფუთვაში, შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;
    • დაბრუნების პირდაპირ ხარჯს ფარავს მომხმარებელი.

    4. თანხის დაბრუნება

    თანხა უბრუნდება მომხმარებელს 14 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც გადახდა განხორციელდა - ბარათით გადახდისას თანხა აისახება იმავე ბარათზე, BOG განვადებით ან 4 ნაწილად გადახდისას კი შესაბამისი ხელშეკრულება უქმდება ბანკთან ერთად.

    5. ქარხნული დეფექტი და საგარანტიო უფლებები

    დეფექტის აღმოჩენისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნაკლის უსასყიდლოდ აღმოფხვრა - შეკეთება ან გადაცვლა, ფასის შემცირება, ან ხელშეკრულებიდან გასვლა. შეკეთება და გადაცვლა პირველადი საშუალებებია, თუ ისინი შესაძლებელია და არაპროპორციულ ხარჯს არ საჭიროებს.

    • გადაცვლა ან შეკეთება - გონივრულ ვადაში, ნაკლის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით;
    • უსასყიდლო აღმოფხვრა მოიცავს ყველა საჭირო ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირებას, სამუშაოსა და მასალას;
    • უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ ნაკლი გამოვლინდა მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში;
    • მიწოდებიდან 6 თვის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მიიჩნევა მიწოდების მომენტში არსებულად, თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცდა.

    6. გამონაკლისები

    დაბრუნების უპირობო უფლება არ ვრცელდება ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ ან პერსონალიზებულ (მაგ. გრავირებულ) პროდუქტზე, ასევე 30 ლარამდე ღირებულების საქონელზე. ეს არ ზღუდავს ქარხნული დეფექტის შემთხვევაში საგარანტიო უფლებებს.

    7. ფორს-მაჟორი

    მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებებით.

    8. კონტაქტი

    დაბრუნების ან გადაცვლის შესახებ დაგვიკავშირდით: 500 100 108, [email protected] ან საკონტაქტო ფორმით. იხილეთ ასევე წესები და პირობები და მიწოდების პირობები.

    Stanley 1913

    STANLEY პროდუქციის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში.

    სიახლეები და აქციები

    გამოწერით ეთანხმებით წესებსა და პირობებს. გააუქმებთ ნებისმიერ დროს.

    ნავიგაცია
    კატალოგი კოლექციები სურვილების სია კალათა კონტაქტი ითანამშრომლე ჩვენთან
    ინფორმაცია
    ბლოგი რომელი Stanley ავირჩიო კითხვები და პასუხები ჩვენი ისტორია მიწოდების პირობები დაბრუნება და გადაცვლა წესები და პირობები
    კონტაქტი
    ტელ: 500 100 108
    ელ.ფოსტა: [email protected]
    მის: ქ. თბილისი, ქსნის ქ. 36
    © 2026 Stanley 1913 Georgia - ყველა უფლება დაცულია

    ვიყენებთ ქუქი-ფაილებს საიტის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის. ქუქიების პოლიტიკა